ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აბაშაში ხუთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარეა.

დაშავებულები  კონტაქტურები იყვნენ, ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა  აბაშის საავადმყოფოში გადაიყვანა.