“იუნესკო”: მომავალი 10 წლის განმავლობაში დედამიწაზე წყლის დეფიციტი შეიქმნება

“იუნესკოს” ინფორმაციით, მომავალი 10 წლის განმავლობაში დედამიწაზე წყლის დეფიციტი შეიქმნება. ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა წერია, რომ 2030 წლისთვის წყლის დეფიციტის პროცენტული მაჩვენებელი 40-ს მიაღწევს.

ამ დროისთვის დედამიწაზე 2 მილიარდი ადამიანია, რომელსაც წყალზე პირდაპირი წვდომა არ აქვს.

“იუნესკო” საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა წყლის რესურსის დასაზოგად და შეიქმნას მისი გადანაწილების მექანიზმი.