კობა ნაყოფია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

“ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. სავარაუდოდ, მისი დაბარება პოლიტიკოსის განცხადებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან გადაცდომას.

საქმე ეხება პარტიის ოფისიდან ამოღებულ სერვერებს, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ესეც საგამოძიებო მოქმედების ნაწილი იყო.

კობა ნაყოფია ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განვითარებული მოვლენების დროს ინვენტარი დაზიანდა, მოპარულია სერვერები.

“ოფისის ე.წ. აღების პროცესში დაზიანდა ინვენტარი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იქნა მოპარული სერვერები და ვიდეო ჩაწერების ბლოკი. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რომ დაიწყოს დაუყოვნებლივ გამოძიება ამ ფაქტზე. ამის შემდეგ დაგვიკავშირდნენ პროკურატურიდან, გვთხოვეს რომ უნდათ ჩვენთან გასაუბრება დამატებითი ინფორმაციის მიწოდების კუთხით. ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, ყველანაირი დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ,” – განაცხადა კობა ნაყოფიამ.