სერგეენკო: თუ შეურაცხყოფაზე პასუხს მოსთხოვენ, ეს არანორმალური არ მგონია

ბერა იქნება თუ სხვა, როცა ამბობს, რომ თუ მის ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ამაზე პასუხს მოსთხოვენ, ეს არანორმალური არ მგონია,- ასე ეხმაურება გავრცელებულ ჩანაწერებსა და ბერა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს პარლამენტის ერთ-ერთ ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო.

მისივე თქმით, ზედმეტი იქნება გამოძიების პროცესში ჩარევა.

“ეს იქნება ბერა თუ სხვა, ამბობს, რომ თუ მის ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ამაზე პასუხს მოსთხოვენ, ეს არანორმალური არ მგონია, ჩვეულებრივი ამბავია. იქ არ ყოფილა ნათქვამი, რომ შურს იძიებს, ან სხვას გააკეთებს.

მონაწილეებმა თქვეს, რომ ეს არის 10-11 წლის წინანდელი ამბავი, რომელშიც მონაწილეობს 16 წლის მოზარდი და ის ადამიანები, ვინც არ იყვნენ საჯარო მოხელეები.

გამოძიება დაწყებულია და ჩემი მხრიდან ზედმეტი მგონია, რომ გამოძიებას ჭკუის დარიგება დავუწყო, თუ ვინ გამოკითხონ და ვინ არა, კომისიის სახით გააკეთონ, თუ სხვა სახით,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.