კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა 11 მარტისთვის

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 594 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 065 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 529 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 395 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 045-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.50 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.83%.

ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 310 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 421-მდე.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 622 პირი ემსხვერპლა.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 395 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 73, ქვემო ქართლი – 10, შიდა ქართლი – 28, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 17, კახეთი – 27, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 976, საიდანაც: 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 676, აჭარაში – 148, იმერეთში – 245. ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 275 პირი, მათ შორის, თბილისში – 121, აჭარაში – 24, იმერეთში – 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 74 პირი, მათგან თბილისში – 48, აჭარაში- 3, იმერეთში – 9. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 25 – აჭარაში. 1 519 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 147, ხოლო აჭარაში – 17.

სულ 6 ოქტომბრიდან – 10 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 589 პირი.

ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 493 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 554 პირი, აჭარაში – 509, იმერეთში – 643.