რუსთავში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია ოჯახის ოთხმა წევრმა მიიღო

რუსთავში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია ერთი ოჯახის ოთხმა წევრმა მიიღო. შემთხვევა მე-7 მიკრორაიონში, N20 საცხოვრებელ კორპუსში დაფიქსირდა.

Tv4-ის ინფორმაციით, ოთხივე პირი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა  სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც TV4-ს კლინიკა “რუსთავში” განუცხადეს, ოთხივე ერთი ოჯახის წევრია, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.

ამასთან, კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტები  სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას კონტაქტურები იყვნენ.

კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ოჯახის ყველა წევრი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.