“რუსთავის წყალი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

“რუსთავის წყალი” წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს, 24 მარტს, ქალაქ რუსთავში, გაგარინისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებენ. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკური სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება, რა დროსაც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 24 მარტს, ღამის 23:00 საათიდან, 25 მარტის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ქალაქ რუსთავში: N 11, 12, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21 მიკრო რაიონებს. მეგობრობის ქუჩა N31-დან N47 ჩათვლით. ფალიაშვილის ქუჩის კენტები. მეგობრობის ქუჩას 1 და 2 გასასვლელები. მესხისვილის ქუჩა გსასვლელებით. პუშკინის ორბელიანის, ტაბიძის, ლესელიძის, ქუჩიშვილის, წულუკიძეს გასასვლელებით შარტავას ქუჩებს და ჭყონდიდელის დასახლებას მთლიანად.”-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.