“მთავარი, რაც ლარის კურსის შემდგომ რყევებს დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა იქნება”

მთავარი, რაც ლარის კურსის შემდგომ რყევებს დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ტურიზმის აღსადგენად ძირითადი შეზღუდვები პრაქტიკულად უკვე მოიხსნა.

„მთავარი, რაც ლარის კურსის შემდგომ რყევებს დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა იქნება. იცით, რომ პრაქტიკულად უკვე მოვხსენით ძირითადი შეზღუდვები, რათა ტურიზმი აღდგეს. მიმდინარეობს ვაქცინაცია, რაც იქნება ბარიერი მესამე ტალღის პრევენციისთვის, ტურიზმი შემოუტანს დამატებით სავალუტო შემომტანს ქვეყანაში. ჩვენ ახლა უკვე ვმსჯელობთ, რა პირობით შევძლოთ და გავხსნათ სახმელეთო საზღვრები, ესეც იქნება ძალიან კარგი მატება ჩვენს საფინანსო ბაზარზე. თუნდაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი ენერგეტიკის განვითარება, რომ შემცირდეს იმპორტი და ვალუტა არ გაედინებოდეს ქვეყნიდან. ​სხვა მექანიზმები არის კარგი კოორდინაცია ეროვნულ ბანკთან და ჩვენ ამას ვახორციელებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.