ნიდერლანდებში სექს-მუშაკები მუშაობის განახლების უფლებას ითხოვენ

Euronews -ის ინფორმაციით,  ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში სექს-მუშაკებმა მუშაობის განახლების უფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში სხვა პროფესიების წარმომადგენლებს მუშაობის უფლება დღეიდან აქვთ.

გადაწყვეტილება სხვადასხვა სფეროს გახსნის შესახებ მთავრობამ გასულ კვირას, ინფიცირების ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად მიიღო.

ნიდერლანდები შეზღუდვებს ამსუბუქებს, თუმცა ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედებას 15 მარტამდე ახანგრძლივებს.