საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის ცენტრალურ ქალაქ ლარისას ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სიმძლავრემ რიხტერის შკალით 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მიწისძვრას 3 ძლიერი, 4.6; 4.2 და 4.9 სიმძლავრის ბიძგები მოჰყვა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ბიძგები დასავლეთ საბერძნეთის რამდენიმე ნაწილში და ათენშიც იგრძნობოდა.