პრემიერ-მინისტრი: ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საკითხი წითელი ხაზია და პოზიცია გუშინდელ შეხედრაზე დააფიქსირა.

“ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება და მე ეს გუშინ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს ქვეყანაში,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საპატრიარქოში, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.