ჟოზეფ ბორელი: პოლიტიკური საქმიანობა არაა ჯანსაღი, თუ არ არსებობს დიალოგი

ყველას ვთხოვთ, ქართველი ხალხისა და საქართველოს ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდნენ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური საქმიანობა  ჯანსაღი არ არის , თუ არ იარსებებს დიალოგი, პარლამენტის გვერდის ავლით.

„ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში მოახერხოს ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ამ მდგომარეობაში – ქვეყანა ებრძვის პანდემიას და ამასთან, ფართომასშტაბიანი რეფორმების დღის წესრიგი აქვს შესასრულებელი. ესაა საარჩევნო სისტემის, სასამართლო სისტემის რეფორმა. მთავრობისთვის, ეს გულისხმობს მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირებას. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რათა სამომავლოდ, შეთანხმება მიიღწეს. პოლიტიკური საქმიანობა არაა ჯანსაღი, თუ არ იარსებებს დიალოგი, პარლამენტის გვერდის ავლით, პლურალიზმს ვერ დავამკვიდრებთ. ყველას ვთხოვთ, ქართველი ხალხისა და საქართველოს ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდნენ“ – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.