ტექნოპარკიდან კომპიუტერული ტექნიკა მოიპარეს

გურჯაანის ტექნოპარკიდან კომპიუტერული ტექნიკა მოიპარეს. გავრცელებული ინფორმაციით,  ინოვაციური ცენტრიდან 10- მდე კომპიუტერი და კლავიატურაა მოპარული.

როგორც ცნობილი ხდება, ქურდობა ტექნოპარკის თანამშრომელმა ჩაიდინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. ტექნიკა ნივთმტკიცებად არის ამოღებული.