რამდენი სამედიცინო პერსონალი აიცრა ქვემო ქართლში?

ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა 140-მა ექიმმა და სხვა სამედიცინო პერსონალმა ჩაიტარა.მათ შორის, 90 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი აიცრა რუსთავში.

დავით ბეგაშვილის განცხადებით, დამატებითი დახმარების გაწევა არცერთ მუნიციპალიტეტში გამხდარა საჭირო.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც აქამდე იყო, 90-მა ექიმმა ჩაიტარა ვაქცინაცია რუსთავში და ქვემო ქართლის რეგიონში 140-მდე პირმა, არსად გამხდარა საჭირო დამატებითი დახმარების გაწევა, ისე გაგრძელდება. გვერდითი მოვლენები, როგორც სხვა ვაქცინით აცრის დროს, იყო რამდენიმე შემთხევაში, რაც გამოიხატებოდა ტემპერატურით, თავის ტკივილით, მე პირადად აცრის შემდეგ მქონდა ტკივილი მხარის არეში, რომელმაც ერთ დღეში გაიარა“, – განაცხადა დავით ბეგაშვილმა.