შსს: ვლადიმერ პოზნერს, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა, ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია

“აღნიშნულ პირს, რომელიც არის ამერიკის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში,” – განაცხადეს შსს-ში რუსი შოუმენის, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კოვიდპანდემიის დროს მათ ქვეყანაში შემოსვლას, შსს-ში განმარტავენ, რომ – “მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდპასპორტი, ხოლო ნაწილს PCR ტესტის ცნობა”.

თბილისში რუსი შოუმენის ჩამოსვლას საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა. აქციის მონაწილეების თქმით, ანტიქართული განცხადებების გამო პოზნერის საქართველოში ჩამოსვლა მიუღებელია.