„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადება დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაიწყო კონსულტაციები მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადება დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის​. დაიწყო კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით, მერების კანდიდატები, მაჟორიტარების კანდიდატები, თუ საარჩევნო სიები, ვინც იქნებიან თბილისშიც, რეგიონებშიც. როგორც იცით ახალი თვითმმართველობის კოდექსში, ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და შესაბამისად, მომზადებას მეტი დრო სჭირდება“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.