ხვალიდან მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

8 მარტს შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით ხვალიდან გაიხსნება.

8 მარტიდან ფუნქციონირებას (შაბათ-კვირის გარდა) განაახლებენ რესტორნების შიდა სივრცეებიც. 

ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმის მიხედვით, ხვალიდან მუშაობას (შაბათ-კვირის ჩათვლით) ასევე განაახლებენ სავაჭრო მოლები და არასასურსათო მაღაზიები.