1 აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 აპრილს 09:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში რატევანი, აკაურთა, ზვარეთი, სიონი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, დიდი დმანისი, ბოსლები, ტნუსი, გომარეთი, განახლება, ბახჩალარი, კაკლიანი, იფნარი, ჯავახი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.