გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 მარტს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში დაშთაფა, წითელი სოფელი,ზემო ყულარი, კულარი, იმირი, ბუდიონოვკა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ჯორჯიაშვილი, კოდა, ღოუბანი, წინწყარო, ქოსალარი, სამშვილდე, ამლივი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ყარაჯალარი, ველი, გაჩიანი, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.