naec: რა უნდა გაითვალისწინოს აბიტურიენტმა პროგრამების არჩევის დროს?

რა უნდა გაითვალისწინოს აბიტურიენტმა 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის დროს? – ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრი სარეკომენდაციო ხასიათის ჩამონათვალს ავრცელებს იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს მიმდინარე წელს ჩააბარებენ.

კერძოდ გამოცდების ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს:

  •  აკრედიტებულია თუ არა პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);
  •  აკრედიტაციის ვადები;
  •  გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
  •  მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება);
  • საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
  •  საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;
  • თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.