დავით კოდუას დედა: მეუღლე ჩვენებას აძლევს, რომ შეცდომა მომივიდაო

დავით კოდუა დაკავებულია. ბიზნესმენს ცოლის და ქალიშვილის მიმართ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ედება ბრალად. როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ადგილზე პოლიცია კოდუას მეუღლემ გამოიძახა.

დავით კოდუას დედა ამბობს, რომ მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე, კამათის შემდეგ პოლიციაში დარეკა, თუმცა ახლა აცხადებს, რომ შეცდომა დაუშვა და ბიზნესმენის გათავისუფლებას ითხოვს.

“მეუღლე ჩვენებას აძლევს, რომ შეცდომა მომივიდა და გამოუშვითო. ვიეჭვიანეო და შეურაცხყოფა მომაყენაო. ცუდად გამომივიდაო. ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, მოვიდაო, საჭმელს ჭამდნენ და უკამათიათ. პატრულს დაურეკა და ვსო,” – აცხადებს დავით კოდუას დედა ლაურა ღაჭავა.