დამსახურებულ მწვრთნელს, ომარ გუგეშაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს

სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა დამსახურებულ მწვრთნელს, ომარ გუგეშაშვილს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვარსკვლავი გაუხსნა.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს ომარ გუგეშაშვილს 80 წელი შეუსრულდა.

გუგეშაშვილს არაერთი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს აღზრდილი,  მათ შორისაა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი თემო ყაზარაშვილი.

გუგეშაშვილს 2017 წელს რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ის დღემდე ემსახურება მომავალი ჯანსაღი თაობის აღზრდას.