„გირჩის“ წარმომადგენლები, ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია და ალექსანდრე რაქვიაშვილი პარლამენტში მივიდნენ.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, ისინი პარლამენტში იბრძოლებენ იმ შვიდი საკითხისთვის, რომელიც „გირჩს აწუხებს.
„კეთილი იყოს „გირჩის“ ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში, ჩვენ პარლამენტის შენობაში შემოვედით იმ გზის აღსასრულებლად, რომელიც გამოვაქვეყნეთ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ერთი მხრივ, ხელისუფლებისკენ იმაზე, რომ ვესაუბროთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც ჩვენ გვაწუხებს, შვიდი საკითხი, რომელიც „გირჩს“ აწუხებს. იქნება მთავარი შვიდი საკითხი, რომელზეც „გირჩი“ იბრძოლებს ამ შენობაში, დერეფნებშიც, დერეფნის მიღმაც, როგორც მოუწევს იმის მიხედვით, ჩვენ ვიბრძოლებთ იმ შვიდი საკითხისთვის, რომელიც არის მითითებული „გირჩის გზაში“. ამავდროულად, ჩვენ გვინდა, ვიყოთ ხალხი, რომელმაც უნდა წაახალისოს შეთანხმება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.