პეკინის ქუჩაზე ტრანსგენდერ გოგოს თავს დაესხნენ

პეკინის გამზირზე 17 წლის გოგოს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს სხეულზე დაზიანებები აქვს მიღებული.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იმყოფება.

მოზარდზე თავდასხმის მიზეზი, სავარაუდოდ, მისი გენდერული იდენტობა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.