პრეზიდენტი სიძულვილის ენაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ სიძულვილის და შეურაცხყოფის ენაზე მორატორიუმი გამოცხადდეს.

პრეზიდენტის თქმით, ეს ქვეყანაში ატმოსფეროს შეცვლის და ადამიანები მომავალს უფრო განსხვავებულად შეხედავენ. როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს ინიციატივა ყველას გააძლიერებს.

„მოგმართავთ ინიციატივით, რომელიც ყველასთვის არის საჭირო და არის არა ჩემი, არამედ საზოგადოების მოთხოვნა და მინდა, რომ თქვენ, ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აქ არ იმყოფებიან, გადავცეთ. დრო მოვიდა, მორატორიუმი გამოცხადდეს სიძულვილის და შეურაცხყოფის ენაზე. ამისგან თავი რომ შევიკავოთ, მგონი, ზოგადად ქვეყანაში შეიცვლება ატმოსფეროც და განწყობებიც. შესაბამისად, უფრო სხვანაირად შევხედავთ ერთმანეთს, მომავალს – ეს ყველას გაგვაძლიერებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.