“რუსთავის აზოტში” დასაქმებულებმა აქცია განაახლეს

“რუსთავის აზოტში” დასაქმებულები, რომლებიც გუშინ გაიფიცნენ, საწარმოს შესასვლელთან დღესაც შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას აგრძელებენ.  

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მედიის თანდასწრებით გაიმართოს, რასაც ქარხნის მენეჯმენტი არ თანხმდება. 

როგორც “რუსთავის აზოტის” გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება პროტესტს არ შეწყვეტენ და ტერიტორიაზე კარვებს გაშლიან. 

“აზოტში” დასაქმებულები საწარმოსთან აქციას გუშინ დილიდან მართავენ. ისინი სახელფასო ანაზღაურების 20%-ით გაზრდას ითხოვენ. მათი თქმით ანაზღაურების გაზრდის დაპირება, მათ კომპანიამ მისცა, თუმცა პირობა არ შესრულდა.