რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა გაიმართა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის ანგარიშის განხილვა ონლაინ ფორმატში “დემოკრატიული ცენტრების ქსელის რუსთავის” ოფისში ჩატარდა.
ბიუჯეტის პარამეტრები საზოგადოებას, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძემ და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა გააცნეს.
ონლაინ განხილვაში სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლებმა მონაწილეობდნენ.