შსს-თან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

შს სამინისტროსთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, დაპირისპირებაა.

აქტივისტები შენობაში შესვლას და უწყების მაღალჩინოსან წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ამის შემდეგ  სამინისტროს ტერიტორია დაატოვებინეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

დაპირისპირების დროს არაოფიციალური ინფორმაციით, 8 პირი დააკავეს.