სამადაშვილი: პირველი დღე შეთანხმების შესრულების დაწყების იქნება სამშაბათი

ოპოზიციის წარმომადგენლის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მომდევნო სამშაბათს ოპოზიცია პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის დასარეგისტრირებლად შევა და ამავე დღეს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს.

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო ვახშამზე ვათანხმებდით დეტალებს შეთანხმების შესრულების. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ პირველი დღე ამ შეთანხმების შესრულების დაწყების იქნება სამშაბათი შემდეგი, როდესაც ოპოზიცია შევა პარლამენტში იმისთვის, რომ დაარეგისტრიროს ამნისტიის შესახებ კანონი და ამავე დღეს განხორციელდება გიორგი რურუას შეწყალების აქტი.

ამის შემდეგ, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად მივიღებთ ამნისტიის კანონს და თუ მანამდე ვერ მოხერხდა რაიმე სხვა გზებით ნიკა მელიას გათავისუფლება, მაშინ ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, ნიკა მელიაც გათავისუფლდება საპატიმროდან”, – განაცხადა სამადაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული სამუშაო ვახშმის შემდეგ.