“სამწუხაროა, რომ ენმ და „ევროპული საქართველო“ კვლავ დესტრუქციულად იქცევიან”

„სამწუხაროა, ერთი მხრივ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იქცევიან კვლავ დესტრუქციულად და მეორე – კარგია, რომ საბოლოო ჯამში გაცხადდა მთელი ამ თვეების განმავლობაში, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რასაც ასევე ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ამბობდა, როგორ შლიდა ამ მთელ პროცესს „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და სამწუხაროა, რომ მათ ეს დღეს კიდევ დაადასტურეს.

მთელ ამ პროცესში ყველაზე კონსტრუქციული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე იყო, არის და რჩება „ქართული ოცნება“. ჩვენ რა თქმა უნდა, შეთანხმების ყველა პუნქტს შევასრულებთ ისე, როგორც არის საჭირო. იცით, რომ ცალმხრივადაც მოვაწერეთ ხელი მიშელის დოკუმენტს. როცა რამდენიმე კვირის წინ არ შედგა შეთანხმება, ჩვენ ვალდებულება ავიღეთ შეთანხმების გარეშეც, რომ რეფორმებს განვახორციელებდით. ასე რომ, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ამომრჩევლები შეიძლება იყვნენ მშვიდად, „ქართული ოცნება“ თავის პასუხისმგებლობით ყველაფერს განახორციელებს,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის დასრულების შემდეგ განაცხადა.