ბაქრაძე: ხელს ვაწერ შეთანხმებას იმიტომ, რომ ეს სჭირდება საქართველოს მომავალს

ამ შეთანხმებით უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების არსებობა, შევამციროთ პოლარიზაცია და გავხსნათ გზა უკეთესი არჩევნებისკენ, – ამის შესახებ დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

“მე, როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი ხელს ვაწერ ამ შეთანხმებას იმიტომ, რომ ეს შეთანხმება სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ჩვენ გვჭირდება, რომ პრეზიდენტმა მიშელმა, ჩვენმა მეგობრებმა ბრიუსელსა და ვაშინგტონში დაინახონ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს დახმარებას, თანადგომას და უკეთეს მომავალს. ხელს ვაწერ იმიტომ, რომ ამ შეთანხმებით უნდა დავასრულოთ უკანონოდ, უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების არსებობა, შევამციროთ პოლარიზაცია და გავხსნათ გზა უკეთესი არჩევნებისკენ. მე როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი ვუერთდები და ხელს ვაწერ“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.