ქვემო ქართლის რეგიონის ზოგიერთი მუნიციპალიტეტიდან ვაქცინის დოზები გაიტანეს. რეგიონში ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გრძელდება. კერძოდ, იმუნიზაციის პროცესი მხარის სამ მუნიციპალიტეტში: რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში მიმდინარეობს.
როგორც რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში TV4-ს განუცხადეს, რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ვაქცინის გაკეთება საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მრავალპროფილურ კლინიკაში შეუძლიათ.
მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში კოვიდ ვაქცინა 17-მა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა გაიკეთა, მუნიციპალიტეტში „ასტრაზენეკას“ კიდევ 980 დოზა აქვთ. იმუნიზაცია „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გრძელდება.
ვაქცინაცია შეწყდა ბოლნისშიც.ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ბოლნისის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისნაწილმა ვაქცინა მარნეულის კლინიკაში, ნაწილმა კი თბილისში გაიკეთა. ბოლნისში ამ დროისთვის კორონავირუსის 14 აქტიური შემთხვევაა.
დღეიდან განახლდა სწავლა კაზრეთის და მეორე საჯარო სკოლებში. სააღმზრდელო პროცესი აღდგა კაზრეთისა და ბალიჭის ბაღებშიც.
ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მრავალპროფილურ კლინიკებს უნდა მიმართონ წალკის, დმანისისა და თეთრიწყაროს მცხოვრებლებმაც.