შარლ მიშელი: ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის

 სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ამიერიდან იმუშავებენ ერთად ინკლუზიურ პარლამენტში, – ამის შესახებ შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ამიერიდან იმუშავებენ ერთად ინკლუზიურ პარლამენტში. მადლობა პრემიერ-მინისტრო, ყველა მჭიდრო კონტაქტისთვის ბოლო კვირების განმავლობაში, მრავალი სატელეფონო ზარისთვის და ბრიუსელში თქვენი ვიზიტისთვის. ასევე თქვენი გამბედავი პოლიტიკური არჩევანისთვის და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, დასაფასებელია ოპოზიციის ერთგულება. 

„ასევე მსურს, ჩემი დაფასება გამოვხატო ოპოზიცის მიმართ იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თვიანთი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით. ეს არ არის სისუსტე, არამედ არის სიძლიერე და გონივრული მიდგომა, რომელიც საჭირო იყო ამ ეტაპზე. ჩვენ აი, ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში ერთად იმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის. ეს რეფორმებია ის, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველყოფს თქვენი მოსახლეობის უკეთეს მომავალს, რათა გაიხსნას გზა უფრო სიღრმისეული თანამშრომლობისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ამასთან, მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის.

„ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის, ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები, საერთო ინტერესები დემოკრატიის და რეფორმების განხორციელების მიმართულებით, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. არსებული პანდემიის პირობებში და ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში ევროკავშირი 400 მილიონი ევროთი ეხმარება ქვეყანას, ევროკავშირი გამოხატავს უძლიერეს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. დღეს მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძლიერი პარტნიორობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქტუალურია. პრემიერო, გარწმუნებთ, რომ ყველა წარმატება იქნება მიღწეული ერთობლივად დემოკრატიის სიძლიერის, კეთილდღეობის მიზნით და გისურვებთ ამ სიძლიერეს ევროპის მეგობრების რანგში. ეს ნდობა არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.