ჰომოფობიური ნიშნით, ლესბოსელ წყვილზე თავდამსხმელი დააკავეს

“თბილისი პრაიდის” ინფორმაციით, ორგანიზაციის აქტივისტსა და მის პარტნიორ ქალზე თავდამსხმელი კაცი დაკავებულია.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (იძულება) 151-ე მუხლით (მუქარა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა) წარედგინა.

თბილისი პრაიდის წევრსა და მის პარტნიორს დაზარალებული სტატუსი მიენიჭათ, მათ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდათ. მომხდარზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შემთხვევა გუშინ, 20 აპრილს მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ლესბოსელ წყვილს, არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა.