არმაზი 24:34 ხარები

დღეს შევარდენის სტადიონზე  “დიდი ათის” ბოლოს წინა ტური გაიმართა. ერთმანეთს რუსთავის “ხარები” და მარნეულის “არმაზი” დაუპირისპირდნენ.

პირველი ტაიმი “ხარების” უპირატესობით წარიმართა და ანგარიშით 7:20 დასრულდა. მეორე ტაიმში “არმაზმა” ქულათა სხვაობა შეამცირა. საბოლოოდ რუსთავის “ხარებმა” მეტოქე ანგარიშით 24:34 დაამარცხა.

“დიდი 10-ის”  ბოლო თამაშს “ხარები” ქუთაისის “არესთან” გამართავს.