ბოკერია: უნდა მოვახდინოთ საზოგადოების მობილიზება

“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციის ნაწილსა და “ქართულ ოცნებას” შორის გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვან და გარდამტეხ ცვლილებებს ვერ მოიტანს.

“მეტი სიმყარის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო იმ ტიპის შეთანხმების მიღწევა, რომელიც ჩემი აზრით, მართლა მოიტანდა გარდატეხას და გაამყარებდა ან დაიწყებდა გამყარებას საზოგადოების ნდობის პოლიტიკური ინსტიტუტების, კლასის, სახელმწიფო ინსტიტუტების და არჩევნების მიმართ – ეს არ მოხდა. ახლა, ამ არასახარბიელო შედეგის შემდეგ, ეს ფურცელი უნდა დაიხუროს და ჩვენ ამ რთულ ვითარებაში უნდა მოვახდინოთ საზოგადოების მობილიზება, რომ ეს ქვეყნისთვის საშიში რეჟიმი უნდა დავამარცხოთ მშვიდობიანი, დემოკრატიული გზებით,”- აცხადებს გიგა ბოკერია.