ვოლსკი: “გირჩს” ცოტა არეული აქვს

“გირჩს ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები, უმრავლესობის და უმცირესობის ფუნქციები. შეიძლება, ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი, რომელიც მათ უჭერს მხარს, სწორედ ასეთი მოთხოვნებით გამოდის, მაგრამ არის უმრავლესობის პოზიციები ამ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მსჯელობა შეიძლება.

თუმცა, მაგალითად, სკოლების და სასწავლებელთა დამოუკიდებლობის თვითრეგულაციის საკითხები ალბათ უფრო უკეთესად უნდა დაასაბუთო რა ფინანსური შედეგი ექნება, რას მოუტანს ჩვენს საზოგადოებას. თუნდაც დამოუკიდებელი შერიფის არჩევა, ან თუნდაც მოსამართლის არჩევის თემებთან დაკავშირებით, ასე არ შეიძლება, რომ ბატონი იაგოს განცხადებაზე აიგოს ჩვენი პოზიცია. არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და რაღაც გარკვეული პრივილეგიები გვექნება, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სერიოზულად ვიმსჯელოთ თემებზე. თუმცა, პოლიტიკისათვის, რასაც მიჰყვება ეს კონკრეტული პარტია, შესაძლოა, მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზაციის თვალსაზრისით, მათთვის კარგი იყოს.”-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გირჩის 7 მოთხოვნას,  რომელთაგან თუნდაც ერთის სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში, პარტია პარლამენტში შევა.