13 აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს – ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აპრილს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, 26 მაისის, ვაჟა-ფშაველას, აღმაშენებლის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია-გეურარხი, ახლო ლალო და მიმდებარე სოფლებში; 10:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნორიო და მარტყოფი; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში განთიადი, სამება, დარაკოვი, გუნიაკალა, წინწყარო, ტბეთი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე წალკაში წერეთლის, ცაბაძის, მექანიკური უბნის, არისტოტელეს და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 12:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, მესხიშვილის, თოდრიას, ლომოურის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ჭაპალა, მუხრანა, წიფორი, რაჭისუბანი, მწყნეთი, სავანეთი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.