დაწესდება თუ არა შეზღუდვები აღდგომის დღესასწაულზე? – იმნაძის განცხადება

მოქალაქეებს შეუძლიათ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საფლავზე გავიდნენ, თუმცა, იქ ქეიფი საჭირო არ არის. ეს არც ეკლესიურად, არც ეპიდემიოლოგიურად და არც რაიმე სხვა თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის, – ამის შესახებ პაატა იმნაძემ  ბრიფინგზე განაცხადა.

„საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, როგორც წესი და რიგია, პატივი მივაგოთ ჩვენი მიცვალებულების ხსოვნას, მაგრამ საფლავზე ქეიფი საჭირო არ არის. სუფრები არა მარტო საფლავზე ვნახეთ ხომ? ჯერჯერობით, არც ეკლესიურად, არც ეპიდემიოლოგიურად თუ სხვანაირი გაგებით, საფლავზე ქეიფის მოწყობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“,-განაცხადა იმნაძემ.