ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალიდან დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს.

რუსმა ოკუპანტებმა ის ცოტა ხნის წინ საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეზე გადმოიყვანეს. ბეღელური დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში.

36 წლის რამაზ ბეღელურის განცხადებით, ოჯახმა ჯარიმა ორჯერ გადაიხადა, თუმცა ამჯერად თანხა არ გადაახდევინეს.