რიონის ხეობაში კვლავ დაძაბულობაა – პოლიციამ აქციიის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა

რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგები დემონსტრანტები არიან შეკრებილები, წინა დღეებში შექმნილი დაძაბულობა კვლავ გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ პოლიციამ აქციიის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა.

ადგილზე აღმართულია რკინის ბარიკადები, რომლის ერთ მხარეს პოლიცია, მეორე მხარეს კი აქციის მონაწილეები დგანან. ადგილზე ვითარება დილიდან რამდენჯერმე დაიძაბა.