საფეხბურთო გუნდ “გორდას” ფეხბურთელებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

საფეხბურთო გუნდ “გორდას” ფეხბურთელებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

გუნდის მწვრთნელის ინიციატივით, საფეხბურთო კლუბ “გორდას” ფეხბურთელები რუსთავში 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდნენ. 24-მა ახალგაზრდა ფეხბურთელმა  პატივი მიაგო 1989 წელს დაღუპულ გმირებს.

“დამოუკიდებლობას, რომელიც 32 წლის წინ ჩვენმა მებრძოლმა თანამემამულეებმა მოიპოვეს, მოფრთხილება სჭირდება. ეს უმნიშვნელოვანესი დღეა და მომავალმა თაობებმა ამის შესახებ ბევრი უნდა იცოდნენ” – აცხადებს საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელი გია მიშველიძე.