ფონიჭალაში ნარკორეალიზატორების აყვანის ოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია და ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ნარკოდანაშაულის სქემაში არასრულწლოვნები არიან ჩართულები.
“მიმდინარე სპეცოპერაცია უკავშირდება ნარკოტიკული საშუალების გაყიდვას. აღნიშნული ღონისძიება უპრეცენდენტოა, რადგან სქემაში ჩართულია არასრულწლოვანი.
გამოძიება 260-ე მუხლით გრძელდება, არასრულწლოვნის მეშვეობით ხდებოდა ნივთიერების გადატანა, ის ახდენდა კონკრეტულ მისამართზე აღნიშნული ნივთიერებების მიტანას შემდგომი გასაღების მიზნით,”-აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, სპეცოპერაცია ფონიჭალაში ამ წუთებში მიმდინარეობს.