12 აპრილიდან რუსთავში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება – სააგენტო

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა 12 აპრილისთვის –  სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. შედეგად , 12 აპრილიდან ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება, მათ შორის რუსთავშიც.

“ატმოსფერულ ჰაერში 12 აპრილიდან ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე. მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონებიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.”-წერია ინფორმაციაში.