22 აპრილის ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 688 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ათი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 995 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 456, პისიარტესტით – 14 539.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,38 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,55 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,37 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 300 264 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 283 557 გამოჯანმრთელდა, 3 981 კი გარდაიცვალა.