ირაკლი ტაბაღუა: ჩვენი ქვეყნის გმირებმა, ახალი ისტორია დაწერეს

რუსთავში, 9 აპრილის ტრაგედიის 32-ე და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერიდან, 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მათივე ცნობით, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

,,30 წელი შესრულდა იმ დღიდან, როცა ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მანამდე 2 წლით ადრე, 9 აპრილის ღამეს დაღუპულმა ჩვენი ქვეყნის გმირებმა, საქართველოს ახალი ისტორია დაწერეს. სწორედ იმ ღამეს ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ერთი გზა ჰქონდა და ეს გზა დამოუკიდებლობაზე გადიოდა. დიდი მადლობა მათ ამისთვის, მადლობა დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

მემორიალთან, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების მონაწილე რუსთაველები და ჩოხოსნებიც შეიკრიბნენ. ღონისძიების ფარგლებში, 9 აპრილის მემორიალთან ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო და ანსამბლმა ,,მე რუსთველმა“ პატრიოტულ თემაზე შექმნილი სიმღერები შეასრულა.

მემორიალთან ანსამბლის  “მე რუსთველის”მონაწილეობით ღონისძიებაც გაიმართა.