რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს

რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა გაიმართა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის ანგარიშის განხილვა ონლაინ ფორმატში “დემოკრატიული ცენტრების ქსელის რუსთავის” ოფისში ჩატარდა.

ბიუჯეტის პარამეტრები საზოგადოებას, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძემ და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა გააცნეს.

ონლაინ განხილვაში სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლებმა მონაწილეობდნენ.