საბჭო დღეს „ასტრაზენეკაზე“ ასაკის დაწევის და „სინოვაკით“ ვაქცინაციის საკითხებს განიხილავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე „ასტრაზენეკაზე“ ასაკის დაწევასა და „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყების საკითხებზე იმსჯელებენ.

„დღეს სამინისტროში ვაქცინაციის საბჭო გაიმართება, სადაც განხილული იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის „ასტრაზენეკაზე“ ასაკის დაწევის და „სინოვაკის“ ადმინისტრირების დაწყების საკითხი. დღევანდელ ეტაპზე უკვე მოთხოვნილება სჭარბობს მიწოდებას და ჩვენ ეს როგორმე უნდა დავაბალანსოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.