გომელაური დმანისშია: ეს არის ქვეყნის მტრობა, ვინც იძახის, რომ ეთნიკური თემაა

“აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ეს არ უნდა დავუშვათ, ეს არის ქვეყნის მტრობა, ვინც იძახის, რომ ეთნიკური თემაა”- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველი კომენტირისას განაცხადა. 

როგორ გომელაური ამბობს, გუშინდელი დღის შემდეგ დმანისში პოლიციის მობილიზება გაძლიერებულია. ამასთან, გომალაური ამბობს, რომ ეთნიკურ თემაზე განცხადებები დაუშვებელია. 

“ხალხი შეიკრიბა ძალიან სწრაფად, ქაოსური სიტუაცია შეიქმნა.  გუშინდელი დღის შემდეგ გაძლიერებული იყო პოლიცია, შემოვიდა დამატებითი ძალები, მაგრამ ეს არი იყო საკმარისი.  გაათმაგებული იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხდა კონტროლი, მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა და განიმუხტა. 

ჩანს ვინ რა განცხადებებს აკეთებს. ყველა, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, ვინც დაარღვია კანონი, სრული სიმკაცრით დაისჯება. ხაზს ვუსვამ, ამ თემას არ დავუშვებთ არცერთ შემთხვევაში, ეთნიკურად აზერბაიჯანელები ჩვენი მოქალაქეები არიან, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია  და ეს არ უნდა დავუშვათ, ეს არის ქვეყნის მტრობა ვინც იძახის რომ ეთნიკური თემა.”-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.