სუბარი მელიაზე: აღარც გმირობა გამოუვიდა და აღარც ლიდერობა

ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის ფაქტს, სოზარ სუბარი ეხმაურება. მისი განცხადებით, ნიკა მელიას აღარც გმირობა გამოუვიდა და აღარც ლიდერობა.

“ნიკა მელიას სააკაშვილმა ასწავლა ციხეში შესასვლელი გზა, მაგრამ იქედან გამოსასვლელი გზა არ უსწავლებია. თუმცა ყველაფერი ძალიან მარტივად არის და ტყუილად მოიჯაყა თავი. აღარც გმირობა გამოუვიდა და აღარც ლიდერობა, რომელიც უნდოდა და არც პოლიტიკური ხულიგნობა,” – აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) გამოყო, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა.